logo_geo
eng_logo
საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ემიგრანტები აქტიურად მონაწილეობენ
- +

8 ოქტომბერი. 2016. 17:34



საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობენ. უცხოეთის 41 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც საკუთარი არჩევანის დაფიქსირება 49 716 ამომრჩეველს შეუძლია.


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი აცხადებს, რომ პირველად 2016 წელს საარჩევნო უბანი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქშიც გაიხსნა, სადაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას.


„2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პირველად საქართველოს ისტორიაში, საარჩევნო უბანი N56 სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში გაიხსნა. არჩევნებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებს. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ჩასატარებლად ფართს საკუთარ შენობაში  გამოუყოფს. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, მათ შორის მე, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩვეულებრივი ამომრჩევლები ვართ. არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები ფლობენ", - აცხადებს ბექა დვალი.



ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საელჩოებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა ინტერნეტპორტალი, რომელზეც უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს საარჩევნო სიებში საკუთარი მონაცემების მოძიება შეუძლიათ.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner