logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ვიღაც მუდმივად ცდილობს, შეინარჩუნოს დუღილის მაღალი ტემპერატურა!
- +

16 მარტი. 2016. 10:41



ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიტიკოსის  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაჩნდა. ასევე, დაუდგენელი პირები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მსგავსი მასალები მომავალშიც აიტვირთება. ამ თემაზე „ალიას" ექსპერტი მამუკა არეშიძე  ესაუბრა. არეშიძე ამბობს, რომ ეს არ იყო გამიზნული კონკრეტული პერსონის წინააღმდეგ, ეს იყო სიტუაციის დასაძაბად გამიზნული აქტი.მისივე თქმით, ეს სკანდალური ფირები გათვლილია დასავლეთისთვის, რათა დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე შეტევას ახორციელებს.



„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც ცდილობს, შეინარჩუნოს დუღილის მაღალი ტემპერატურა, მუდმივი სკანდალის მოწყობის გზით. როცა ასეთი რამ ხდება და სოციალურ ქსელში იტვირთება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ისმება კითხვა - ამის გაკეთება ვის აწყობდა?.. ოპონენტებმა ვერ მოიყვანეს ვერცერთი ისეთი არგუმენტი, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ამ კადრების გავრცელება ხელისუფლებას აწყობდა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება თავის მართლებისა და სკანდალების გარჩევის რეჟიმში ცხოვრობს. ნამდვილად არ სჭირდება ხელისუფლებას დამატებითი სკანდალი, თან ისეთი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციაში განსაკუთრებულ ამინდს არ ქმნის.

 

ეს არ იყო გამიზნული კონკრეტული პერსონის წინააღმდეგ, ეს იყო სიტუაციის დასაძაბად გამიზნული აქტი. მაგალითად, მე ვერ ვხედავ არგუმენტს, რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა ამის გაკეთება ხელისუფლებას, სამაგიეროდ ვხედავ იმას, რაში შეიძლება დასჭირვებოდა ოპოზიციას. ზუსტად იმიტომ, რომ თითი გაეშვირა ხელისუფლებისკენ და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების გაკეთებულია.  ეს ამბავი რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველი მიზანია, რომ ამ ვიდეოების შემქმნელის კვალი დაიფაროს და ლაპარაკი იყოს არა ამ ვიდეოების შემქმნელებზე, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ფარული ჩანაწერები გამოიყენა ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. მეორე, ეს ფარული ჩანაწერი ორიენტირებული არ არის ქართველ საზოგადოებაზე, ეს ძირითადად დასავლეთზეა ორიენტორებული.

 

ცოტა ხანში ჩვენ დასავლური პოლიტიკური ელიტისგან მოვისმენთ ასეთ ჩამოყალიბებულ აზრს, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ცდილობს ოპოზიციის დისკრიმინაციას. ეს ფრაზა აუცილებლად იქნება ანტისახელისუფლებო ბაირაღზე გაკრული. დასავლეთში იმაზე კი არ იქნება ლაპარაკი, როდის და ვის მიერ არის ეს კადრები გადაღებული, ასევე იკითხავენ, კი მაგრამ, ეს კადრები ხომ განადგურდა, ჩვენ ასე ვიცით, საიდან და როგორ მოხვდა?... ამ კადრების განადგურება შეცდომა იყო. როცა კადრების განადგურება ხდებოდა, ხელისუფლებას უნდა ეთქვა, რომ ამ კადრების მთლიანად განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დუბლიკატები არსებობდა", - ამბობს მამუკა არეშიძე.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner