ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მოანცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 477 562 ამომრჩეველი.
მიქელაძემ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, მარნეულის 48 სარჩევნო უბანთან ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ქვები დაუშინეს საარჩევნო უბანს.
„ისინი ცდილობდნენ, საარჩევნო უბანში შეჭრას და ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანში, ჩამტვრეულია ფანჯარა, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციას, თუმცა პოლიცია უბნის მიმდებარე ტერიტორიას იცავს", - განაცხადა მიქელაძემ.