logo_geo
eng_logo
17:00 საათის მოანცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა
- +

8 ოქტომბერი. 2016. 18:51



ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მოანცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 42.05% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 477 562 ამომრჩეველი.


მიქელაძემ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, მარნეულის 48 სარჩევნო უბანთან ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ქვები დაუშინეს საარჩევნო უბანს.


ისინი ცდილობდნენ, საარჩევნო უბანში შეჭრას და ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანში, ჩამტვრეულია ფანჯარა, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციას, თუმცა პოლიცია უბნის მიმდებარე ტერიტორიას იცავს", - განაცხადა მიქელაძემ. 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner