logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: თუ აქცენტს მხოლოდ პროფესიონალებზე გავაკეთებთ, არჩევნებს წავაგებთ!
- +

16 მარტი. 2016. 10:42



ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ომარ ნიშნიანიძე „ალიასთან" მომავალ პარლამენტზე და კოალიციის ახლი სიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი პროფესიონალია, რომელსაც ხალხი არ იცნობს, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობისთვის კოალიციაში საჭიროა ცნობადი სახეები, სია დაბალანსებული უნდა იყოს.



„ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი იურისტია, რომელთა სახელები ჩვენ არ ვიცით. ვთქვათ, ახლა ჩვენ ისინი ჩავსვათ სიაში ან მაჟორიტარებად დავაყენოთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ 5%-ზე მეტს ვერ ავიღებთ, ესაა ჩვენი სურვილი?

 

თავის დროზე არჩევანი ცნობად პიროვნებებზე გავაკეთეთ, გარდა მათი ცნობადობისა, ამ ადამიანებმა რეჟიმს დაუპირისპირეს სიცოცხლე, ოჯახი, სანათესავო და ყოველგვარი კეთილდღეობა სასწორზე დადეს. რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, თუ აქცენტს მხოლოდ პროფესიონალებზე გავაკეთებთ, არჩევნებს წავაგებთ. ამიტომ ვფიქრობ, უნდა იყოს დაბალანსებული სია", - ამბობს ნიშნიანიძე.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner