logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: ილია კიკაბიძე არის ქურდი!
- +

16 მარტი. 2016. 10:48


 

შპს „სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს" ლოგოს ეთერში გამოყენების აღდგენას ითხოვს. მისი თქმით, ეთერიდან ლოგოს გაქრობის ბრძანება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ თანამშრომლებს შემოსავალი დაეკარგათ და ვიღაცებს 10 მლნ ლარი „შეეტყაპუნებინათ".


ვინ მოხსნა ლოგო... ვისი ბრძანებით მოიხსნა... მე ვარ მაესტროს" გენერალური დირექტორი, მე ეს ბრძანება არ გამიცია. პასუხისმგებლობას ვიღებ ხალხის, ხელისუფლების, ყველას წინაშე, რომ ახლავე აღდგეს მაესტროს" ლოგო ამ ეთერში. რამდენადაც მე ვარ შპს სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი, მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ლოგო მოაშორა ეთერს, ეს ლოგო დაუბრუნდეს ეთერს და მე მაინტერესებს, ვინ გასცა ეს ბრძანება", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ „მაესტროს" თანამშრომლები, რომლებიც რედაქციულ დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რედაქციული ტერორის ქვეშ არიან.


გაჩეჩილაძემ პირობა დადო, რომ ილია კიკაბიძე ლოგოს გაქრობისთვის პასუხს აგებს და ყველას მიმართა, საბოტაჟში მონაწილეობა არ მიეღო.


ილია კიკაბიძე არავინ არ არის ჩემთვის, გარდა იმისა, რომ ის არის ქურდი, რომელმაც მოიპარა ლოგო. ილიამ გიბრძანათ ამ ლოგოს მოხსნა? აქ მიდის მიზანმიმართული გაკოტრება, მიდის მცდელობა, რომ 10 მლნ ლარი შეიტყაპუნონ, ჯერ ემ ინვესტმენტის" მეშვეობით და შემდეგ სტუდია მაესტრო" დაჯარიმდეს და ეს ყველაფერი თანამშრომლების სახელით კეთდება. ვინც მოხსნა, იმას მივმართავ, დაბრუნდეს ლოგო. ილია კიკაბიძეს აქვს სასამართლოს განჩინება, რომ ლოგო ვერ გამოიყენოს და არა იმაზე, რომ ლოგო აუკრძალოს ვინმეს. ილია კიკაბიძე აგებს პასუხს ამისთვის. უმძიმესი ამბავია ეს. არანაირად არ ეხება შპს სტუდია მაესტროს". აღდგეს ლოგო. ეს არის მცდელობა, რომ ყველა თანამშრომელმა დავკარგოთ შემოსავალი", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner