logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: ბურჭულაძის მეშვეობით დაგეგმილია ეთნოკონფლიქტი ქვემო ქართლში
- +

8 ოქტომბერი. 2016. 19:40



ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„გაიხსნა „ნაციონალების" გეგმა. მიშას ჩამოსვლა და სამეგრელო შემოგდებული ვარიანტი იყო ყურადღების გადასატანად, რეალურად, ბურჭულაძის მეშვეობით დაგეგმილია ეთნოკონფლიქტი ქვემო ქართლში, რასაც უნდათ მოაყოლონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, საქართველოს საომარ მდგომარეობაში ჩათრევა და შემდეგ საერთაშორისო ძალების მეშვეობით, ვითომ მშვიდობის დამყარების მიზნით, „ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორება (ამ მიზნითა ჰყავთ მგონი ჩამოყვანილი ამერიკელი კონგრესმენი). პირველი, რაც უნდა ვქნათ, მარნეულში სპეცრაზმელებს იარაღები უნდა ჩამოერთვათ და დაურიგდეთ „დუბინკები", ცრემლსადენი გაზი და ა.შ. ფრთხილად, წინ ახალი სიურპრიზებია, ჩემი აზრით, „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი. გამგები გაიგებს, ბევრ რამეს კიდევ არ ვამბობ!!! ფრთხილად! კიდევ ერთი კონფლიქტი და საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს!!!

 

აი, ამ საზიზღრობაზე მიდის სააკაშვილი, ამიტომ არის ჩამოსაყვანი და გასასამართლებელი, სანამ ეს კაცი გარეთ არის, ქვეყანა ვერ დაისვენებს, იგი ყოველთვის ასრულებდა, ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს", - წერს შალვა ხაჭაპურიძე.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner