logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: „რუსთავი 2“-ს ვუყურებდი და თითქოს, არჩევნები მხოლოდ მარნეულში მიმდინარეობს
- +

8 ოქტომბერი. 2016. 20:11


 

 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-თან და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს:

 

„რუსთავი 2"-ს live-ს ვუყურებდი ვუყურებდი ერთი საათი. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს არჩევნები მხოლოდ მარნეულში მიმდინარეობს და სხვაგან არსად. რეზიუმე ასეთია:

ბურჭულაძე - მიმდინარეობს არჩევნების ტოტალური გაყალბება, მივმართავ კვირიკაშვილს, აღიაროს ვაჟკაცურად, რომ „ქართული ოცნება" დამარცხდა!.

ტუღუში - „ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაში არ არის. კონფლიქტი მოხდა „ქართული ოცნებისა" და „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" აქტივისტებს შორის.

მარნეულელი ოპერის მოყვარულები: მიშა! მიშა აბრ!.. მიშა აბრ!.. მიშა აკბრ...! მიშა!...მიშა აკბბბარ!!!

ცესკო - საარჩევნო ყუთები ადგილზეა, არავის არ გაუტაცია.

მე - ვისაც ეს საპნის „რევოლუციის" სქემა მოუვიდა თავში, ყველაფერთან ერთად ეთნიკურ შუღლს აღვივებს, არ მჯერა, რომ ამხელა საქართველოში მაინცდამაინც მარნეულელები აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ხალხი".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner