„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ხულორდავამ ტელეკომპანია „პირველი tv" -ს ეთერში განაცხადა, რომ დღეს საქართველომ კიდევ ერთი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა.
„ჩვენი განწყობა არის პოზიტიური. პირველ რიგში იმიტომ რომ დღევანდელი დღე ჩატარდა მშვიდობიანად. ყველა ქართველს ვულოცავ იმას, რომ დღეს ჩვენ ვნახეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში სამწუხარო ინციდენტი მოხდა, ძალადობას ჩვენ ვემიჯნებით. თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ყველა ამომრჩეველს თავისუფლად დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი. რაც მარნეულში განვითარდა, არ არის საამაყო და მისაღები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ 3600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მუშაობდა მთელი საქართველოს მაშტაბით და თითზე ჩამოსათვლელი ინციდენტები შეგვიძლია გავიხსენოთ",- განაცხადა ხულორდავამ.