„ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას" - წერს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
„გილოცავ, ჩემო ქვეყანა, ჩემო მეგობრებო, ღირსეულ გამარჯვებას! ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას და ეს გზა უცვლელია, წინსვლის, აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის გზაა და აწი, ვეღარავინ დაგვაბრუნებს უკან! ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!" - წერს კობახიძე „facebook"-გვერდზე.