logo_geo
eng_logo
შსს-მ სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

8 ოქტომბერი. 2016. 22:03


 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.



შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.



უწყების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს.



ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმი იყო მობილიზებული.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner