logo_geo
eng_logo
თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნას ძალაში ტოვებს
- +

16 მარტი. 2016. 11:04



შიმშილობას მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე შალვა საბაური გააგრძელებს.


როგორც საბაურმა განათლების მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის თვითმმართველობის მოთხოვნა ვლადიმერ პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია, ხოლო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.


საუბარი იყო იმ გზებზე, რომლითაც უნდა მოხდეს უნივერსიტეტში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსწორება. თვითმმართველობა მზად არის, მოახდინოს საკუთარი თავის შეზღუდვა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების სხვადასხვა სემინარებზე განაწილებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, თვითმმართველობა მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოცხადდება ახალი არჩევნები, სადაც სტუდენტები დემოკრატიული გზით ახალი თვითმმართველობის არჩევას შეძლებენ", - განაცხადა საბაურმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner