logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა!
- +

8 ოქტომბერი. 2016. 22:44




„დღეს ვისმენდით საერთაშორისო შეფასებებს, რომ ეს არჩევნები იყო განსხვავებული და სამართლიანი. გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა, არ მგონია, რაიმე გავლენა იქონიოს შედეგებზე",- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა გიორგი კვირიკაშვილს და „ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი.



„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის. ეს იყო საქართველოს გამარჯვება. ჩვენ შევძელით თავისუფალ, ღია გარემოში არჩევნების ჩატარება. მინდა, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას დიდი მადლობა ვუთხრა, აქტიურობისთვის, გამჭვირვალობისთვის ამ პროცესის. „ქართულმა ოცნებამ" და გიორგი კვირიკაშვილმა შეძლო თავისუფალი გარემოს შექმნა. დღეს ვისმენდით საერთაშორისო შეფასებებს, რომ ეს არჩევნები იყო განსხვავებული და სამართლიანი. გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა, არ მგონია, რაიმე გავლენა იქონიოს შედეგებზე. მინდა, სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა ვუთხრა, რომ მარნეულში აღკვეთა დაპირისპირება. ღია და ნათელი იყო სურათი მთელი დღის განმავლობაში. მარნეულში ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც სამართალდამცავებმა აღკვეთეს, რამაც არ შექმნა კითხვის ნიშნები. მოკვლევით დადგინდება, როგორ და ვის მხრიდან ჰქონდა პროვოკაციებს ადგილი. ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლი თანხვდება ჩვენი პარტიის მონაცემებთან. ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ქართველმა ხალხმა ხმა მისცა გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს, ქვეყნის სტაბილურობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვიტვირთავთ და შევასრულებთ",- განაცხადა ბაქრაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner