ელჩების სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს აერთიანებს, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ელჩების ჯგუფი, რომლის მუშაობას კოორდინირებას უწევს გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები იმ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაა, რომელზეც საქართველო დაფუძნდა.
„ჩვენ ვგმობთ მსგავსი ბოროტი განზრახვების ყველა ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს. ეფექტური, გამჭვირვალე და დაჩქარებული გამოძიება ახლა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ეს საკითხი დასრულდეს, მაშინ როდესაც საზოგადოება ჩართულია კონსტრუქციულ დიალოგში ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების უფლებების დაცვისა საკითხში", - აღნიშნულია ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.