logo_geo
eng_logo
„თქვენ ცრუობთ“ - დაპირისპირება გიგა ბოკერიასა და თეა სიჭინავას შორის
- +

8 ოქტომბერი. 2016. 23:03




„ნაციონალური მოძრაობის"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი პირდაპირ ეთერში საუბრობდა იმის შესახებ, რომ მოვიდეს გიორგი კვირიკაშვილი, აღიაროს ჩვენი გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოვიტანთ საარჩევნო ყუთებსო - რამდენად კანონიერია დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან ამგვარი განცხადება?" - ამ შეკითხვით „იმედის" ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ გიგა ბოკერიას მიმართა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კი ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იმამყულიევი ხალხის დამშვიდებას ცდილობდა.


„თქვენ ცრუობთ, ის ხალხის დამშვიდებას ცდილობდა. თუ ჩვენი კომისიის წევრები ყუთს ვერ ხედავენ, აბა, რა უნდა უთხრას, რომ გამოაჩინეთ ყუთიო", - განაცხადა ბოკერიამ.



 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner