logo_geo
eng_logo
თბილისისა და რეგიონების ყველაზე აქტიური და პასიური საარჩევნო უბნები ამომრჩევლის აქტივობის მიხედვით
- +

8 ოქტომბერი. 2016. 23:08


 


ბოლო მონაცემებით, ყველაზე აქტიური თბილისის 22 საარჩევნო ოლქიდან  არის ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქი. ამომრჩევლის აქტივობა 60,71% შეადგენს. ანუ ოლქში რეგისტრირებული 42 513 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა  25 823 ამომრჩეველმა მიიღო.


თბილისში, ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი აქტივობის მხრივ აღმოჩნდა ისნის მე-9 საარჩევნო ოლქი, სადაც აქტივობა 42,04 %-ს შეადგენდა. 44 745 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 18 809 ადამიანი გამოცხადდა.


რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე აქტიური იყო ვანის 54-ე ოლქი 65,45%-იანი აქტივობით და ლანჩხუთის მე-60 ოლქი - 65,53 %-იანი აქტივობით.


რეგიონებიდან ყველაზე პასიური ზუგდიდის 65-ე საარჩევნო ოლქი იყო, რომლის აქტივობაც  40,26 %-ს შეადგენს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner