logo_geo
eng_logo
მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია
- +

8 ოქტომბერი. 2016. 23:49


 


მარნეულში დღეს საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელი რამინ ისმაილოვი ყბის მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მარნეულიდან კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა.


როგორც ინგოროყვას გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსმა კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.


პაციენტი გადმოყვანილია მარნეულიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ვიტალური ფუნქციები შენახულია, აღენიშნება ქვედა ყბის შეცილებითი ფრაგმენტალური მოტეხილობა, პაციენტი გადადის ყბა-სახის ქირურგიულ დეპარტამენტში, შემდგომი მკურნალობის გაგრძელებისთვის", - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner