logo_geo
eng_logo
ავღანეთში „ქართული ოცნება" იმარჯვებს
- +

9 ოქტომბერი. 2016. 00:13


ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ცესკო აქვეყნებს.


ცესკო-ს მონაცემებით, ავღანეთის საარჩევნო უბანზე ბაგრამზე - „ქართულმა ოცნებამ" მიიღო 564 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ"- 232, „თავისუფალმა დემოკრატებმა" - 214, „რესპუბლიკელებმა" -7. ამ უბანზე სულ 1471 ამომრჩეველი იყო და 1171 მიიღო მონაწილეობა. 27 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.


ავანეთის მეორე საარჩევნო უბანზე - მაზარ-ი-შარიფზე, სადაც სიაში 132 ამომრჩეველი იყო, ყველამ მიიღო მონაწილეობა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო 65 ხმა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ" 50. „თავისუფალმა დემოკრატებმა" -7 ხმა, „რესპუბლიკელებმა" - არც ერთი.


ბათილად იქნა ცნობილი 3 ბიულეტენი. ჯამში ორივე ოლქში „ქართულმა ოცნებამ" მიიღო 614 ხმა და მოიგო ავღანეთში ჩატარებული არჩევნები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner