logo_geo
eng_logo
ბიძინა გეგიძე: საზოგადოებას უნდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება -+
- +

9 ოქტომბერი. 2016. 00:36



 

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ პირველივე ტურში მოვიპოვებდით გამარჯვებას. წარმატება განაპირობა ვაკელმა ამომრჩეველმა. მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩევლებს. ეს არის ამომრჩევლის განწყობა, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე და მიიღეს გადაწყვეტილება",-ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ განაცხადა.

გეგიძემ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის არჩევნებში ჩართულობა „ქართულმა ოცნებამ" განაპირობა.



„მოსახლეობის აქტიურობა არჩევნებზე განაპირობა რწმენამ, მოტივაციამ, „ქართული ოცნების" სწორად წარმართულმა სააჩევნო კამპანიამ, რეფორმებმა და პრიორიტეტებმა. ხალხს მობეზრდა ერთმანეთში არეული ტყუილი, სიცრუე და საზოგადოებას უნდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება", -განაცხადა გეგიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner