logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: საქართველოს პოლიტიკური პარტიების დიდი გადახალისება გარდაუვალია
- +

9 ოქტომბერი. 2016. 00:42



 

„საქართველოს პოლიტიკური პარტიების დიდი გადახალისება გარდაუვალია. ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებს 2 გზა აქვთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს.


„ან სხვებთან გაერთიანებას და გამსხვილებას შეეცდებიან,

 

ან როგორც ყოველთვის, ფურცელზე დარჩებიან მკვდარ სულებად, მათი აქტივისტები კი გადაბარგდებიან სხვა, მათი კარიერისთვის უკეთესი პერსპექტივის მქონე პარტიებში.

 

„რესპუბლიკელები" დარჩებიან პარტიად.

 

„გირჩსაც" აქვს შანსი, შედგეს იდეოლოგიაზე აწყობილ პარტიად. ალასანიას პარტია, თუ ვერ მიაღწია ბარიერს, სავარაუდოდ დაკარგავს რამდენიმე ლიდერს.

 

...პარლამენტში შესულ „ნაციონალური მოძრაობა" დიდი ალბათობით პარლამენტშივე დაიშლება ელიტისტურ, სალონურ ჯგუფებად.

 

რა თქმა უნდა, მომავალი 4 წელი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი პარტიების ევროპულ დონემდე ასასვლელად, მაგრამ რეგრესის საფრთხე ნაკლებად მოსალოდნელია.

 

ახალი პარტიები შეიძლება გაჩნდეს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფრონტზე და დიდი ალბათობით, მათ ახალგაზრდები, სტუდენტები შექმნიან", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner