„ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დღეს მარნეულის ერთ-ერთ ოლქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო კანონდარღვევა, რომელსაც სამართალდამცავები და გამოძიება შესაბამის პასუხს გასცემს.
„რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ეს იყო კანონის დარღვევა და ამას გამოძიებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უპასუხონ. ჩვენ ბოლოს კანონში მივიღეთ ცვლილება პრემიერის ინიციატივით, საარჩევნო უბნებზე გავამკაცრეთ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, ამიტომ საჭირო იქნება იდენტიფიცირება იმ პირების, ვინც კანონს გადააბიჯა და თავს უფლება მისცა, რომ საარჩევნო პროცესი ჩაეშალა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.