ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტებთან საუბარში ეგზიტპოლის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ამ მონაცემებს ცესკო-ს ოფიციალური შედეგებიც დაადასტურებს.
„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ზუსტად იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოფიციალური შედეგები, რომელიც უკვე ძალიან მალე გვეცოდინება, რამდენიმე საათში დაადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე ალტერნატივა არ ჰყავს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.