logo_geo
eng_logo
სოფელ ჯიხაშკარში უცნობმა პირებმა ორი საარჩევნო უბანი დაარბიეს
- +

9 ოქტომბერი. 2016. 01:40

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში უცნობმა პირებმა ორი საარჩევნო უბანი დაარბიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შორენა ლათათუამ განუცხადა, მას და მის კოლეგას წაართვეს ტელეფონები. მისივე თმით, მის კოლეგას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები.

ამ დროისთვის ორივე საარჩევნო უბანი პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ძირს არის გადმოყრილი საარჩევნო ბიულეტენები და დაზიანებულია საარჩენო ყუთიც.

ჯიხაშკარში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 163 ე მუხლით დაიწყო.

მუხლი გულისხმობს საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner