სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს არეულობა აარიდა! სააკაშვილს კი დაგეგმილი პროვოკაციები ვაშინგტონმა აუკრძალა!
მიხეილ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ეჭვი გაეჩინა. რა არ დააბრალა „რუსეთის აგენტი", „პუტინის მეგობარი" და ა.შ., მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელებს ყველანაირი ეჭვის საფუძველი გაუქარწყლა და ერთგულება დაუმტკიცა. მან ჯერ კიდევ 2012 წელს ყველა აქტივი და ფინანსები რუსეთიდან გაიტანა და დასავლეთის ბანკებში განათავსა, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო ამოცანად აქცია. ყოფილმა პრემიერმა ამჟამინდელი არჩევნების წინ, მთელი საქართველო შემოიარა და ყველგან საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის უალტერნატიობაზე ისაუბრა. ძლიერ სახელმწიფოებთან თამაში რომ სახიფათოა, ყველასთვის არის ცნობილი. გავიხსენოთ, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რეჟიმების დამხობა და კონფლიქტი უკრაინაში. ივანიშვილმა სწორი გათვლა გააკეთა სახელმწიფო გადატრიალების სპეციალისტებს საქართველოთი დაკავების საფუძველი არ მისცა. ივანიშვილის სტრატეგიამ თავისი შედეგი გამოიღო, ვაშინგტონისთვის სააკაშვილისეული პროვოკაციების მოწყობის აუცილებლობა აღარ დადგა და ქვეანას არეულობა აარიდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დღევანდელ ხელისუფლებასთან ყველა საკითხი გარკვეული აქვს.
მიუხედავად იმისა , რომ რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერი ელექორატი საქართველოში რაოდენობრივად დიდია, მისი მობილიზება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ამ მხრივ დასავლურმა პოლიტ-ტექნოლოგიებმა და ქართულმა ამბიციებმა თავისის შედეგი გამოიღო, საქართველოს ნეიტრალური სტატუსის, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების და რუსეთთან დაახლოების მხრდამჭერმა პარტიებმა გაერთიანება ვერ მოახერხეს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აშშ-სთვის საქართველოს პოლიტიკური სპექტრი მთლიანად კონტროლირებადი დარჩება.
ბიძინა ივანიშვიის დამსახურებაა ის რომ , საქათველო არ გახდა გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგანი და ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდა", - წერს მამალაძე.