logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს არეულობა აარიდა!
- +

9 ოქტომბერი. 2016. 02:59


 



სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:



ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს არეულობა აარიდა! სააკაშვილს კი დაგეგმილი პროვოკაციები ვაშინგტონმა აუკრძალა!

 

მიხეილ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ეჭვი გაეჩინა. რა არ დაბრალა „რუსეთის აგენტი", „პუტინის მეგობარი" და .., მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელებს ყველანაირი ეჭვის საუძველი გაუქრწყლა და ერთგულება დაუმტკიცა. მან ჯერ კიდევ 2012 წელს ყველა აქტივი და ფინანსები რუსეთიდან გაიტანა და დასავლეთის ბანკებში განათვსა, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო ამოცანად აქცია. ყოფილმა პრემიერმა ამჟამინდელი არჩევნების წინ, მთელი საქართველო შემოიარა და ყველგან საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის უალტერნატიობაზე ისუბრა. ძლიერ სახელმწიფოებთან თამაში რომ სახიფათოა, ყველასთვის არის ცნობილი. გავიხსენოთ, ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჟიმების დამხობა და კონფლიქტი უკრაინაში. ივანიშვილმა სწორი გათვლა გააკესახელმწიფო გადატრიალების სპეციალისტებს საქრთველოთი დაკავების საფუძველი არ მისცა. ივანიშვილის სტრატეგიამ თავისი შედეგი გამოიღო, ვაშინგტონისთვის სააკაშვილსეული პროვოკაციების მოწყობის აუცილებლობა აღარ დადგა და ქვეანას არეულობა აარიდა. აშშ-სახელმწიფო დეპარტამენტს დღევანდელ ხელისუფლებასთან ყველა საკითხი გარკვეული აქვს.

 

მიუხედავად იმისა , რომ რუსეთთან ურთიერთობის მხარდამჭერი ელექორატი საქართველოში რაოდენობრივად დიდია, მისი მობილიზება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. ამ მხრივ დასავლურმა პოლიტ-ტექნოლოგიებმა და ქართულმა ამბიციებმა თავისის შედეგი გამოიღო, საქართველოს ნეიტრალური სტატუსის, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების და რუსეთთან დაახლოების მხრდამჭრმა პარტიებმა გაერთიანება ვერ მოახერხეს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აშშ-სთვის საქართველოს პოლიტიკური სპექტრი მთლიანად კონტროლირებადი დარჩება.

 

ბიძინა ივანიშვიის დამსახურებაა ის რომ , საქათველო არ გახდა გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგანი და ქვეყანაში სტაბილურობა ნარჩუნდა", - წერს მამალაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner