logo_geo
eng_logo
„შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიმართონ იმ ქვეყნის სამსახურებს, საიდანაც ვიდეო აიტვირთა“
- +

16 მარტი. 2016. 11:22



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე „კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რომელი IP მისამართიდან გავრცელდა აღნიშნული ფარული ვიდეო, ეს ინფორმაცია კი google- მა უნდა გასცეს, რასაც შესაბამისი პროცედურები სჭირდება.


აღნიშნული ვიდეო აიტვირთა youtobe -ზე, როგორც მოგეხსენებათ, youtobe ეკუთვნის google-. საქართველოს მთავრობას არავითარი ლეგალური საფუძველი არ აქვს, პირდაპირ მივიდეს და მოსთხოვოს google-, მისცეს კონკრეტული ინფორმაცია. ამისთვის აუცილებელია, ქვეყანამ მიმართოს google-ის ადმინისტრაციას და გამოითხოვოს IP მისამართები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება google-მა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ რომელი IP-დან აიტვირთა აღნიშნული ვიდეო.თუ, ვთქვათ, რომელიმე ინტერნეტკაფედან აიტვირთა, უნდა ჩატარდეს მოკვლევა, ვიდეოს გავრცელების დროს ვინ იმყოფებოდა აღნიშნულ ინტერნეტკაფეში. თუ აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიიდანაა ატვირთული, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიმართონ იმ ქვეყნის სამსახურებს და ერთობლივად ითანამშრომლონ პირის დადგენის მიზნით. ანუ ეს არც ისე მარტივი პროცედურაა",- განუცხადა "კვირას" ირაკლი გვენეტაძემ.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner