logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ვის რას აბრალებთ, თითი თითზე არ დაგიდევთ!
- +

9 ოქტომბერი. 2016. 03:04


 


ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე facebook-ზე წერს:


ვის რას აბრალებთ?!

თითი თითზე არ დაგიდევთ!

საზოგადოების სათქვენოდ მობილიზებისა და ნაცებისთვის პოლიტიკური ნიშის "ახევის" ნაცვლად, ხელისუფლების გინებით ხმების მიღება მოგინდათ!

ხალხის დიდი უმრავლესობა კი სულელი არ არის.

ნელ-ნელა, მაგრამ ხალხიც რაღაცას სწავლობს! პოლიტიკოსებისგან რეალურ სახელმწიფოებრივ აზროვნებას, რეალურ პოლიტიკას ითხოვს და მხოლოდ სხვის გინებაში რაც გადაგიხადათ, ესეც ბევრია.

იმ დაანონსებული რევოლუციური სცენარიდან რას ელით? სამი-ოთხი პროცენტიდან, რომელიც აიღეთ ყველა გამოგყვებათ ქუჩაში? თუ ეგ რიცხვიც მე დაგითვალოთ?

ერთი სისულელის ჩადენაღა გაკლიათ: ახალი რევოლუცია თქვენზე გაცილებით მეტი ელექტორატის მქონე ნაცებთან ერთად დაგეგმოთ და ბოლომდე გადაჭრათ ის ტოტი, რომელზეც ზიხართ!

ამაზეც წახვალთ (ძალიან არ გირჩევთ), რადგან დაუმსახურებელმა ამბიციამ მდგომარეობის ობიექტურად, რეალურად შეფასების უნარი დაგაკარგინათ!

პირდაპირ მიშას გადამგდებ ოცნებას რომ მიადექით, ჯერ თქვენი მთავარი კონკურენტის, ნაცების ჩასაჩოჩებელად მოგესინჟათ საკუთარი ძალები.

რევოლუცია არა, კვახი!

რევოლუციას რესურსი უნდა - სერიოზული რესურსი!

ერთ რამესაც აღარ ჭამს არავინ! ეგ გამოხტომა ხელისუფლებასთან სავაჭროდ გინდათ: რაღაც დათმე, თორემ ქვეყანას ავრევთო!

არადა, როგორ გიყვართ ეს ქვეყანა და როგორ გადარდებთ საქმეში ბოლობდე ჩაუხედავი ხალხის ნერვები?!

დააყენეთ რა!!!", - წერს ხაჩიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner