logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია: 79-ე და 108-ე უბნებში ნასვამმა პირებმა დაარბიეს
- +

9 ოქტომბერი. 2016. 03:34


 


ზუგდიდის 79-ე და 108-ე უბნებში ხმის დათვლის პროცესი არ მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დაადასტურა, რომ ამ უბნებზე სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


როგორც 79-ე, ასევე 108-უბნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნასვამი უცხო პირები, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის ცობილი არ არის, შევარდნენ უბანში, იქიდან გამოაძევეს კომისიის წევრები, დალეწეს ინვენტარი, დაარბიეს უბანი, ყველა საშუალება, რომ ხმის დათვლის პროცესი გაგრძელებულიყო, ფაქტობრივად ამ ორ უბანზე არ არსებობს", - განაცხადა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ მომხდართან დაკავშირებით ცესკომ საქმის კურსში ჩააყენა შსს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner