ცესკო-სთან გიორგი გაბედავა და ლევან მამულაშვილი დააკავეს. აღნიშნულ პირებსა და ცესკო-სთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც დაკავება მოყვა.
შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაბედავამ "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე პასუხისმგებლობა აეღო.
შელაპარაკება თავდაპირველად მასსა და გიორგი ბარამიძის შორის მოხდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები გიორგი გაბედავას და ლევან მამულაშვილს დაუპირისპირდნენ
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კი, ამ წუთებში ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდებიან.