logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: ლადო პაპავას შეეშალა
- +

16 მარტი. 2016. 11:39



თსუ-ს პროფესორი გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას გიორგი გაფრინდაშვილი თანამდებობაზე არ უნდა დაეტოვებინა. განცხადება პროფესორმა „20/30"-თან საუბრისას გააკეთა: 


„ბატონ ლადო პაპავას შეეშალა, როცა გაფრინდაშვილი თანამდებობაზე დატოვა. მართალია, გიორგის ხელი არავისთვის დაურტყამს, მაგრამ მხარს უჭერდა ზონდერბრიგადებს, რომლებიც ახალგაზრდებს განსხვავებული პოზიციის გამო მუშტი-კრივით უმასპინძლდებოდნენ. ასეთი ხალხი უნივერსიტეტში არ უნდა იყოს. ასევე, უნივერსიტეტში მიღებულ იქნა ზონდერბრიგადების მონაწილე ერთ-ერთი პირი, თუ არ ვცდები - ხორძევანიძე, რომელმაც დღეს მეტი არეულობის შესაქმნელად კარი გააღო და შენობაში სტუდენტების დიდი ჯგუფი შემოუშვა. სამწუხაროდ, აკადემიურ საბჭოში ბოლშევიკების დროინდელი წითელი პროფესურის მსგავსი ხალხიც არის, რომლებიც ნაციონალების დროს უნივერსიტეტიდან გაყრილი ღირსეული პროფესურის ნაცვლად მოიყვანეს", - აცხადებს გიორგი ოთხმეზური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner