logo_geo
eng_logo
05:30 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს
- +

9 ოქტომბერი. 2016. 06:07


 

 

05:30 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" ხმების 50.56%, „ნაციონალურმა მოძრაობამ", კი 26.51% მიიღო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3702 უბნიდან 1866 აქვს დათვლილი, რაც უბნების 50.41%-ია.




1866 უბანზე დათვლილი ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების თანახმად, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ" - ხმათა 4.8% მიიღო, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - 3.73%, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3.9%, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" 3.27%, „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2.99% „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" - 1.44%, „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - ამომრჩეველთა 0.85%-ის მხარდაჭერა მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner