logo_geo
eng_logo
თსუ-ს სტუდენტები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან
- +

16 მარტი. 2016. 11:51



თსუ-ს თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები 12.00 საათზე პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.


თსუ-ში გაიმართება მეორე საპროტესტო აქციაც. 13.00 საათზე „აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან. მათი თქმით, საპროტესტო აქცია თვითმმართველობისგან განსხვავებულ დროს და ადგილას დანიშნეს, რათა ნებისმიერი სახის დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული.


თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner