თსუ-ს თვითმმართველობის წევრები და მათი მხარდამჭერები 12.00 საათზე პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.
თსუ-ში გაიმართება მეორე საპროტესტო აქციაც. 13.00 საათზე „აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან. მათი თქმით, საპროტესტო აქცია თვითმმართველობისგან განსხვავებულ დროს და ადგილას დანიშნეს, რათა ნებისმიერი სახის დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული.
თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.