logo_geo
eng_logo
იემენში საუდის არაბეთის კოალიციის ავიადარტყმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

9 ოქტომბერი. 2016. 12:14



გაერო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იემენის დედაქალაქ სანაში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიადარტყმას სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა. იემენის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 500-ს აღემატება. საჰაერო დარტყმა დამკრძალავი პროცესიის მონაწილეებზე განხორციელდა.


კოალიცია ავიადარტყმის განხორციელებას უარყოფს.


გაერო-ს კოორდინატორმა იემენის საკითხებში ჯეიმი მაკგოლდრიკმა მომხდარს „საშინელი თავდასხმა" უწოდა. ამბოხებულების წარმომადგენელმა კი ავიაიერიში „გენოციდად" შეაფასა.


როგორც სააგენტო „Associated Press" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბევრი შიიტი ჰუსიტი-ამბოხებულია.


იემენში  მთავრობის მხარდასაჭერად შექმნილი სამხედრო კოალიცია 2014 წლიდან იბრძვის მეამბოხე შიიტი-ჰუსიტების წინააღმდეგ. იემენის ხელისუფლება და საუდის არაბეთი ჰუსიტების მფარველობაში ირანს ადანაშაულებენ.


ზავის გამოცხადების უამრავი მცდელობის მიუხედვად, შეტაკებები იემენში დღემდე არ წყდება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner