logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: დაახლოებით 20 მაჟორიტარული ოლქი „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიგო
- +

9 ოქტომბერი. 2016. 13:22



„ქართული ოცნების" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 20 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ" პირველივე ტურში მოიგო არჩევნები.


„საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას", რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ოლქები, ჩვენი მონაცემებით და ასევე წინასწარი მონაცემებით, რომელიც ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებ-გვერდზე, დაახლოებით 20 მაჟორიტარული ოლქი პარტია „ქართულმა ოცნებამ" მოიგო პირველივე ტურში. რაც შეეხება იმ ოლქებს, სადაც გაიმართება მეორე ტური, ჩვენი კანდიდატები სერიოზულად ლიდერობენ, მათ აქვთ ორჯერ ან სამჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე  სხვა კანდიდატებს, ვისთანაც მათ მოუწევთ მეორე ტურში გასვლა. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მეორე ტურების სიმრავლე განპირობებულია იმ ძალიან მაღალი ბარიერით, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა მოქმედი პარლამენტის პირობებში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner