logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: მარნეულში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხელმძღვანელობდა
- +

9 ოქტომბერი. 2016. 13:34


 

„ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი მარნეულში მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამ შემთხვევას „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხელმძღვანელობდა. მისივე თქმით, ინციდენტი იყო სხვა უბნებზეც.

 

„გვინდა, განსაკუთრებულად გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს პოლიციის წარმომადგენლებს და მათი ქცევა შეიცავდა სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ხელმძღვანელობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. ასევე იყო რამდენიმე ინციდენტი სხვა საარჩევნო უბნებზეც, მათ შორის სამეგრელოში არის ჯიხაშკარის ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გუშინ დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ. დაკავებული არის ერთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია უბანზე მყოფი პირების მიმართ გარკვეული ძალადობრივი ქმედების განხორციელებაში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner