პარლამენტის-ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„პროპორციულ არჩევნებში უპირობოდ გავიმარჯვეთ, მაჟორიტარულ ოლქებში ყველგან უპირატესობა აქვს ჩვენს გუნდს და მეორე ტურები ნამდვილად ვერ გააუფერულებს ჩვენს ერთობლივ მონაპოვარს! ესეც ჩვენივე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგია, რადგან სწორედ ასე იქცევა ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელსაც კონკურენციის არ ეშინია, რომელსაც საკუთარი ამომრჩევლის სჯერა, რომელსაც წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლა შეუძლია, ეს მეტი დემოკრატიისა და მეტი თავისუფლების მაჩვენებელია, და არა სისუსტის! ამიტომ, ჩვენ წარმატებით ჩავაბარებთ ამ გამოცდას. ძალიან მალე, ისევ თქვენთან ერთად, ისევ თქვენი მხარდაჭერით „ქართული ოცნება" შეძლებს მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება და გააგრძელოს უკეთესი მომავლის შენება!" - წერს მანანა კობახიძე.