logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: სწორედ ასე იქცევა ხელისუფლება, რომელსაც კონკურენციის არ ეშინია!
- +

9 ოქტომბერი. 2016. 13:48



პარლამენტის-ვიცე სპიკერი მანანა კობახიძარჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


პროპორციულ არჩევნებში უპირობოდ გავიმარჯვეთ, მაჟორიტარულ ოლქებში ყველგან უპირტესობა აქვს ჩვენს გუნდს და მეორე ტურები ნამდვილად ვერ გააუფერულებს ჩვენს ერთობლივ მონაპოვარს! ესეც ჩვენივე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგია, რადგან სწორედ ასე იქცევა ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელსაც კონკურენციის არ ეშინია, რომელსაც საკუთარი ამომრჩევლის ჯერა, რომელსაც წარმატების მისაღწევად რთული გზის გავლა შეუძლია, ეს მეტი დემოკრატიისა და მეტი თავისუფლების მაჩვენებელია, და არა სისუსტის! ამიტომ, ჩვენ წარმატებით ჩავაბარებთ ამ გამოცდას. ძალიან მალე, ისევ თქვენთან ერთად, ისევ თქვენი მხარდაჭერით ქართული ოცნება"  შეძლებს მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება და გააგრძელოს უკეთესი მომავლის შენება!" - წერს მანანა კობახიძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner