logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: სოციალურ ქსელში ხუმრობაც კი გაჩნდა – აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში
- +

17 თებერვალი. 2016. 16:26



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „ვიზეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო მიღებული, როდესაც კომპანია „ვიზეართან" ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მისივე თქმით, ქუთაისში ორი თვითმფრინავის ბაზირება მოხდება, რაც არის ძალიან კარგი და ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს.



ეს ნიშნვს, რომ ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ მაღალი პროფესიონალები ამ მიმართულებით. ფრენები განხორციელდება ევროპის შვიდ ქალაქში და რაც მთავარია, ყველა ეს მიმართულება იქნება დაბალბიუჯეტიანი, ვინაიდან ვიზეიარი" არის დაბალბიუჯეტიანი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს როგორც მოვიზიდოთ ტურისტები, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკმაოდ იაფად იმოგზაურონ ევროპაში. მითუმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ წლის შუაში ველოდებით უვიზო რეჟიმს ევროპასთან და ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროული და კარგი შეთანხმება. ხუმრობაც კი გაჩნდა სოციალურ ქსელში - აი, ბატონო, 37 ევროდ, ოღონდ ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner