ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების რიცხვი, რომლებმაც შიმშილობა დაიწყეს, ხუთამდე გაიზარდა.
პროფესორები აცხადებენ, რომ შიმშილობას მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. მათი მოთხოვნაა, შეწყდეს თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავაზე ზეწოლა და არ დატოვოს მან თანამდებობა.