logo_geo
eng_logo
იუნა შაფათავა: სადაა, ჩამოვიდა, რომ „გვაშინებდა“?
- +

9 ოქტომბერი. 2016. 14:11



მსახიობი იუნა შაფათავა არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს:



ვიცი, რომ ნაცების" პროცენტები საბოლოო მონაცემებში შემცირდება, მაგრამ ნაცების 26 % ნიშნავს, რომ კოჰაბიტირებულები მაინც ნაცებად" დარჩნენ... ეს არის სირცხვილი. ამდენი უბედურება მოუტანა ფაშისტურმა მოძრაობამ, ფაქტობრივად, გენოციდი მოუწყო ერს, სამშობლოს ღალატი და მაინც, აღმოჩნდა უთავმოყვარეო დათრგუნულების კასტა, რომელიც მხარს უჭერს ამ მკვლელებს, გიჟი შიზოფრენიკის ილუზიებით სათავეში... ალბათ, კოჰაბიტირებულების ლეგიონი უნდა დაიშალოს და რეალური ბრძოლა გამოუცხადდეს ამ სადისტებს...

სადაა, ჩამოვიდა, რომ გვაშინებდა"? - მაინც ვერ მოიგეს, რაც არ უნდა ტყუილ-ეთერ-ეგზიტპოლები ხატონ... მაგათი ეგზიტპოლი ისეთი სახით იდგა, რომ მივაწერე  -მთავარი პრობლემა ქვეყანაში,ნაცმოძრაობის" დაშოშმინება, მოშლაა-მეთქი. ჩემთვის ეს არის მთავარი ამოცანა, ქვეყანაში სიმშვიდისთვის და განვითარებისთვის...

არადა, ამდენი მკვლელობის, ძარცვის, უბედურების ფაქტი, რომელიც ყველამ ვიცით! მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში 26% უთავმოყვარეო ნაგავია... რა უნდა მოხდეს თქვენი თვითშეგნების ასამაღლებლად?

ეს 26% არის ქვეყნის სირცხვილი!!! - წერს იუნა შაფათავა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner