logo_geo
eng_logo
„არ გრცხვენიათ, კაცო? რა გაძინებთ ღამე?“
- +

16 მარტი. 2016. 12:22



კიდევ ერთხელ და ათასჯერ - მივმართავ მამაჩემის მკვლელობის თვითმხილველებს, რომლებიც ასეული თუ არა, ათეულობით მაინც არიან", - გთავაზობთ მოკლული გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძის facebook-განცხადებას:


 

მელიქიშვილზე, მკვლელობის შემსწრენი; შანიძის, ხორავას, პეტრიაშვილის ქუჩების, პეტრიაშვილის ჩიხის მცხოვრებლები; ფეხით მოსიარულეები და აგრეთვე ისინი, ვინც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ - თქვენ ყველამ ნამდვილი მკვლელები ნახეთ და მათ იცნობთ სახეზე. ის მაინც იცით დანამდვილებით, რომ მამაჩემის მკვლელებიდან არცერთი არ იყო გიორგი ბარათელი... მივმართავ, აგრეთვე, სხვა მოწმეებს, რომელებიც იმ დროს სხვადასხვა ძალოვან უწყებაში მუშაობდნენ და დღეს ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, ან სულაც, რაღაც ფორმით, მონაწილეობაც აქვთ მიღებული, თუნდაც იმით, რომ აქამდე დუმილს ინარჩუნებენ - ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ითანამშრომლეთ გამოძიებასთან, გნებავთ, კონფიდენციალურად, გნებავთ, დაცვით ისარგებლეთ. ჩემი მხრიდან, გავაკეთებ თქვენთვის ყველაფერს, რაც შემიძლია. თან არ მინდა, ვინმე გავანაწყენო, მაგრამ არ გრცხვენიათ, კაცო? რა გაძინებთ ღამე? მიშას დროს ხომ არ გთხოვდით არაფერს?!" - წერს რუსუდან შარაძე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner