logo_geo
eng_logo
„სააკაშვილი არჩევნებს გამოტოვებს, რადგან კანონმდებლობით კენჭისყრის უფლება არ აქვს“
- +

16 მარტი. 2016. 12:25



„კიევპოსტი" აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხეილ სააკაშვილის შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი მომდევნო არჩევნებს გამოტოვებს, მას ვერ აირჩევენ უკრაინის პრეზიდენტად ან პარლამენტში, ვინაიდან მან ქვეყნის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, უკრაინის კანონმდებლობით კი, კანდიდატს კენჭისყრის უფლება მოქალაქეობის მიღებიდან ხუთ წელიწადში აქვს. გამოცემასთან კომენტარს აკეთებს უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო:


„როგორც კი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნება, სააკაშვილის გუნდი გადაწყვეტს, თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდეს არჩევნებზე. ისინი გააგრძელებენ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის იდეის შესახებ კამპანიას..." - ამბობს ფესენკო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner