16 მარტს საქართველოში სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების 23-ე წლისთავი გაიხსენეს. 23 წლის წინ,15-16 მარტს, სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა.
ქართული შენაერთებიდან კი ყველაზე დიდი დანაკარგი 23-ე ბრიგადის მე-6 ბატალიონს ჰქონდა. მოწინააღმდეგემ სოხუმზე იერიში 15 მარტის ღამეს დაიწყო.
არტილერიითა და ავიაციით დაიბომბა მდინარე გუმისთაზე გამავალი ფრონტის ხაზი და ქალაქში მოქმედი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.
ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ხომერიკი, მოადგილეები - ჯანდრი უბირია და ზაზა მესხი სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ.