logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: რა შედეგსაც მივიღებთ, ეს მოსახლეობის გაუყალბებელი, არაძალადობრივი არჩევანის შედეგი იქნება
- +

9 ოქტომბერი. 2016. 16:17


 



მედიაექსპერტი ია ანთაძე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ეს იქნება ქართველი ხალხის გაუყალბებელი, არაძალადობრივი არჩევანი.


ანთაძე აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა ყველამ შესაბამისად უნდა გადაინაწილოს.

 

ზუსტად არ ვიცით, რა შედეგი იქნება საბოლოოდ - რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს, შევა თუ არა ინაშვილის პარტია პარლამენტში, ან ექნება თუ არა ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ შედეგებზე ფიქრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ რასაც მივიღებთ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებული, გაუყალბებელი, არაძალადობრივი არჩევანის შედეგი.

 

ამის გათვალისწინებით გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა" , - წერს ია ანთაძე.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner