logo_geo
eng_logo
თეა პერტაია: 2016 წლის არჩევნებზე პოლიცია, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოებაზე
- +

9 ოქტომბერი. 2016. 16:41


 


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ქვეყანაში 3702 საარჩევნო უბანია;

 

3702 უბნიდან ინციდენტი 3 უბანზე დაფიქსირდა. იყო რამდენი კონფლიქტი საარჩევნო უბნის შორიახლოს. თითოეულ ამ შემთხვევაზე სამართლადამცველებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება ჰქონდათ. დადგა შესაბამისი სამართლებრივი შედეგები;

 

ყველამ დაინახა, რომ 2016 წლის არჩევნებზე პოლიცია, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოებაზე... რომ ის იცავს უსაფრთხოებას ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სატანდარტის გათვალისწინებით... რომ ეს ყველას პოლიციაა, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა... რომ პოლიციელები არ ეპუებიან გამოწვევებს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წარბშეუხრელად იცავენ მოქალაქეებს და მათ უმთავრეს ღირებულებებს!

 

და ესაა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იამაყოს თავისი პოლიციით!" - წერს თეა პერტაია სოციალურ ქსელში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner