ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატი ნანა ფილაური ამბობს, რომ დაცვის მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფხალაძე თავს დამნაშავედ არ თვლის. ნანა ფილაური სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაში დარწმუნებულია.
„სავარაუდოდ, პროკურატურა შემოდის მათთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, ხოლო ჩვენ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოვითხოვთ", - განაცხადა ადვოკატმა.
გირაოს შეფარდებას მოითხოვს კიდევ ერთი დაკავებულის - ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატიც.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.