logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ნაცებმა“ პარლამენტში მაქსიმუმ 20-25 ადგილი მიიღონ
- +

9 ოქტომბერი. 2016. 18:13


 


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:



„უხეში დათვლებით „ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობასთან ძალიან ახლოს არის. პროპორციული სისტემით მიღებული ხმების რაოდენობა, რომელიც ქვეყნდება, პლუს მაჟორიტარები. „ნაცებმა" პარლამენტში მაქსიმუმ 20-25 ადგილი მიიღონ. საკმაოდ ბევრ უბანზე იქნება მეორე ტური, რომელშიც „ოცნების" კანდიდატები თავისუფლად მოიგებენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეორე ტურში იმუშავებს ფორმულა „ყველას მინუს ერთი"!

 

„ნაციონალურ მოძრაობას" ფაქტობრივად არანაირი რესურსი აღარ დარჩა რაიმე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩასატარებლად.

 

რაც შეეხება სხვა პარტიების მიერ გადაულახავ ბარიერს, ეს მათი ბრალია. 1. მათ ვერ მოახერხეს თავიანთი ამომრჩევლის მობილიზება. 2. ისინი იბრძოდნენ აშკარად გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წინაღმდეგ და არა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომლის დამარცხებაც თავისუფლად შეეძლოთ.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში ნამდვილად რეალური და დემოკრატიული შედეგები დაიდო", - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner