ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, საქართველოში ლიბერალიზმზე, სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ, თუმცა, მამათმავლობის ხსენება იზღუდება და ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გამოთქმა „დასჯადი ქმედებაა":
„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვხმარობდეთ ისეთ ტერმინებს, როგორსაც ისინი გვახვევენ ჩვენ თავს, მე არ მესმის, რას ნიშნავს ლგბტ თემი, მე ვიცი ხევისბერი...
დღეს ამბობენ, რომ პედერასტობის ხმარება აღარ შეიძლება, ჰომოსექსუალობის შეიძლება, ხვალ გვეტყვიან, იმის ხმარება შეიძლება, ამისი არ შეიძლება. ამისაგან არსი არ იცვლება. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ თავისუფლად და დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.
მიმაჩნია, რომ მამათმავლობა არის სამარცხვინო ცოდვა და ახლა მოდის ახალი ფსევდოიდეოლოგია, რომ ეს ცოდვა კი არ არის, ეს არის საზეიმო, სააღლუმე ქცევის ფსევდონორმა.
ხომ ამბობენ, რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი უნდათ, აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდათ, მაგრამ თუ კი მე ჩემს აზრს გამოვხატავ, ანუ მე ვამბობ, რომ ეს არის სამარცხვინო, დასასჯელი ხარ. მოვა დრო, როდესაც ამისთვის ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ხალხი ციხეში ჩასვან, ჩავჯდებით, ბატონო, არ არის პრობლემა, თუკი მაქამდე მივალთ, მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს ვერ გაიმარჯვებს და ასეთ მასშტაბებს ვერ მიაღწევს.
ძალიან დიდი შეცდომაა დასავლეთის მხრიდან საქართველოში ასეთი პრაქტიკა, რადგან ამ გაჭირვებულ ქვეყანას, რომელიც დასავლეთისაგან, მთელი საბჭოთა იმპერიის განმავლობაში ელოდა მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლებაში, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებაში, კერძო საკუთრების დაცვაში, ეს ძალა აღმოჩნდა ასეთი! სანამ მივედით ამ დასავლეთამდე, მივიღეთ საკრედიტო კაბალა ჩვენი მოსახლეობის, გაჩანაგება განათლებისა და მეცნიერების, ინდუსტრიის..." - აღნიშნა ლევან ვასაძემ.