logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: შედეგები მოულოდნელი არ იყო
- +

9 ოქტომბერი. 2016. 18:38


 

 

რესპუბლიკური პარტიის წევრის ვახტან ხმალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები მოხდა, მას ეჭვი არ ეპარება არჩევნების საბოლოო შედეგებში.

როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო, თუმცა არასასურველი.

 

„მიუხედავად იმ პატარა დარღვევებისა, რომელიც იყო და ძალიან ცუდია, რომ ასეთი დარღვევა მოხდა, ამ დარღვევების რაოდენობა არანაირ საფუძველს არ მაძლევს, რომ ეჭვი შევიტანო არჩევნების საბოლოო შედეგებში.

რომ გითხრათ, ეს შედეგები მომწონს-მეთქი, ალბათ, არ ვიქნები გულწრფელი და არც დამიჯერებთ. არ იყო მოულოდნელი, თუმცა ძალიან არასასურველი",- განაცხადა ხმალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner